უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი
გორში დაგეგმილი „კამარა ფესტივალი“ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გადაიდო. ორგანიზატორის, დანიის კულტურის ინსტიტუტის განცხადებით, ფესტივალი დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება. მუსიკოსმა KORDZ-მა განაცხადა, რომ მისი კონცერტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წევრების მუქარისა და შეტევის გამო სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო.

26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა", რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.
"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.
მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის". - წერს დანიის ინტიტუტი.
ფესტივალი მუსიკოსს KORDZ-ს უნდა დაეხურა.
"მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო.
მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, "ოცნების" წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.
საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან.
ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა.
ფესტივალის დაანონსების შემდეგ KORDZ და "დანიის კულტურის ინსტიტუტი" სამთავრობო მედიისა და ქართული ოცნების სამიზნე გახდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის“
„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, "ოცნების" წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…