ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზეა მიწვეული. რუბიო იმედს გამოთქვამს, რომ პუტინი მიწვევას მიიღებს, რაც მას დეკემბერში დონალდ ტრამპთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზეა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზეაPOSTV

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “დიდი ოცეულის” მომავალ სამიტზე მიწვეულია.

რუბიოს თქმით, იმედი აქვს, პუტინი მიწვევას მიიღებს. მისივე განმარტებით, სამიტზე დასწრება რუსეთის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

“ჩვენ პრეზიდენტი პუტინი “დიდი ოცეულის” სამიტზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, ეს მისთვის იქნება შესაძლებლობა, არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც ჰქონდეს ურთიერთობა. იმედი გვაქვს, ის ამ მიწვევას მიიღებს. ეს თუ მოხდება, დეკემბერში მათ შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ. მათ შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა თუ მიეცემათ და ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება. მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დაბრუნდა, ვფიქრობ, სულ მცირე, ათჯერ მაინც ჰქონდათ სატელეფონო საუბარი. ასე რომ, ჩვენ კვლავ ღია ვიქნებით ურთიერთობისთვის. ცხადია, იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი და შეთანხმებული მიზანი ექნებოდა. ამისთვის კი წინასწარ ბევრი სამუშაოა საჭირო. თუმცა, პრეზიდენტი პუტინი დეკემბერში სამიტს თუ დაესწრება, ეს მათთვის ნამდვილად იქნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი “დიდი ოცეულის” სამიტზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, ეს მისთვის იქნება შესაძლებლობა, არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც ჰქონდეს ურთიერთობა. იმედი გვაქვს, ის ამ მიწვევას მიიღებს. ეს თუ მოხდება, დეკემბერში მათ შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ. მათ შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა თუ მიეცემათ და ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება. მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დაბრუნდა, ვფიქრობ, სულ მცირე, ათჯერ მაინც ჰქონდათ სატელეფონო საუბარი. ასე რომ, ჩვენ კვლავ ღია ვიქნებით ურთიერთობისთვის. ცხადია, იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი და შეთანხმებული მიზანი ექნებოდა. ამისთვის კი წინასწარ ბევრი სამუშაოა საჭირო. თუმცა, პრეზიდენტი პუტინი დეკემბერში სამიტს თუ დაესწრება, ეს მათთვის ნამდვილად იქნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.