აშშ-მ პუტინი მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია – რუბიო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვიეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის სამიტზე ჩავიდეს და პუტინს შეხვდეს, თუმცა კრემლის პრესსპიკერმა ეს შესაძლებლობაუ უარყო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის (დიდი ოცეულის) სამიტზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ის მიწვევას მიიღებს.
"ჩვენ პრეზიდენტი პუტინი ამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, რომ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, ისაუბროს არა მხოლოდ [აშშ-ს] პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ მიწვევას მიიღებს" - განაცხადა რუბიომ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას
მისი თქმით, "კარგი იქნებოდა", თუ დონალდ ტრამპი და პუტინი მაიამიში ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
"მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ისინი სულ მცირე ათჯერ მაინც ესაუბრნენ ერთმანეთს. ასე რომ, დიახ, ჩვენ დიალოგისთვის კვლავ ღია ვართ" - დასძინა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, "იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს, უნდა შეხვდე ადამიანებს, რომლებსაც არ ეთანხმები".
ცნობისთვის, 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მაიამიში G20-ის სამიტზე ჩავიდეს და პუტინს შეხვდეს. კრემლის პრესსპიკერმა ამ შესაძლებლობას "შეუძლებელი" უწოდა. პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის მხოლოდ მოსკოვში.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი ამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, რომ მისთვის ეს არის შესაძლებლობა, ისაუბროს არა მხოლოდ [აშშ-ს] პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ მიწვევას მიიღებს“
„კარგი იქნებოდა“
„მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ისინი სულ მცირე ათჯერ მაინც ესაუბრნენ ერთმანეთს. ასე რომ, დიახ, ჩვენ დიალოგისთვის კვლავ ღია ვართ“
„იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს, უნდა შეხვდე ადამიანებს, რომლებსაც არ ეთანხმები“
„შეუძლებელი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.