პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობს

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონში) ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც აზერბაიჯანი ცნობს
ნეტგაზეთი

აზერბაიჯანი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს არ ცნობს – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მათ შედეგებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მარაკ კამბოლოვმა ხმების 84.95% მიიღო და ე.წ. პრეზიდენტად გამოცხადდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნების ჩატარება 18 სექტემბერს დაგმო და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და საერთაშორისო სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობს. არჩევნების შედეგები ასევე არ ცნო ევროკავშირმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ ცხინვალის ე.წ. არჩევნები არ აღიარა და სუვერენიტეტს დაუჭირა მხარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები