ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახელ გლეხებს უსამართლობის განცდა ჰქონდათ რეალური ფასებიდან გამომდინარე - ვასილ მანაგაძე

ქართული ოცნება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე აცხადებს, რომ კახეთში მევენახეების პროტესტი და უსამართლობის განცდა რეალურმა ფასებმა და დარგში არსებულმა ხარისხის უკონტროლობამ გამოიწვია. მისი თქმით, არსებული პოლიტიკა მევენახეობის განვითარებას აფერხებს და ბაზარი რუსეთზეა დამოკიდებული.

კახელ გლეხებს უსამართლობის განცდა ჰქონდათ რეალური ფასებიდან გამომდინარე - ვასილ მანაგაძე
კახელ გლეხებს უსამართლობის განცდა ჰქონდათ რეალური ფასებიდან გამომდინარე - ვასილ მანაგაძეBM.GE

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე ამბობს, რომ კახეთში გლეხების პროტესტი არასამართლიან ფასს მოჰყვა. მან 2026 წლის რთველზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული აქციების საპასუხოდ სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები 22 სექტემბერს შეცვალა. 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. გამონაკლისის სახით კი 16 გრადუსამდე არაკონდიცირებული ყურძნის ფასი 50 თეთრი იქნება, ჰიბრიდი - 30 თეთრი. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხარისხის კონტროლის არ არსებობაა. ვასილ მანაგაძის თქმით, არსებული პოლიტიკა ჯანსაღი მევენახეობის განვითარების სტიმულს ვერ ქმნის.

"ბევრი წლიანი ურთიერთობა მაქვს კახელ გლეხებთან და ვიცი მათ მიდგომები საკითხისადმი და მათ უსამართლობის განცდა ჰქონდათ რეალური ფასებიდან გამომდინარე. აქ არ არის საუბარი, ხარისხი როგორი იყო, თვითონ სააგენტომ ისეთი სამსაფეხურიანი სისტემა შემოიღო სამინისტროსთან ერთად, რომ როგორც ვხედავ თვითონაც გაიბლანდნენ. ვითომ ეს შაქრის საზომები ელექტრონული და რაღაც მონიტორები და 3000 ქარხანას ვუყურებთ, არის ყველაფერი შირმა. ისეთი სისტემა დანერგეს, რომ წაგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი და იმიტომ აევსოთ მოთმინების ფიალა გლეხებს, რომ არანაირი მექანიზმი გაპროტესტების, რაღაც შედავების ამ მარანთან, თუნდაც შაქარზე, თუნდაც ხარისხზე არ ჰქონდათ.

ეს ვითარება არის ლოგიკური შედეგი, ქართული ოცნება 2012 წლიდან რა პოლიტიკასაც ატარებს ამ დარგში. დღეს სადამდეც მივედით, არის 100%-ით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. თავით შევარდნამ ამ ბაზარზე 2013 წლიდან, მოგვიყვანა ამ შედეგებამდე. გაშენდა ამდენი ვენახები, სიმძლავრეებიც ეყოფა თუ არა ამას, ეგეც საკითხავია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაგის პრობლემა უფრო ნაკლებადაა. უდიდესი მესამე კომპონენტი რაც არის ახლა დღევანდელი სიტუაციის, არის ხარისხის უკონტროლობა. აბსოლუტურად მოშლილია, თამამად შემიძლია გითხრათ, ხარისხის კონტროლი, რაც პირდაპირი მოვალეობაა ღვინის ეროვნული სააგენტოსი ადგილობრივ ბაზარზეც და საუბედუროდ საექსპორტო ბაზარზეც. 100 მილიონი ლიტრი, რომელიც ოფიციალურად გადის ქვეყნიდან დღეის მდგომარეობით, ამისი 40-50% არის სუფრის ნახევრად ტკბილი ღვინოები - ალაზნის ველი თეთრიც, წითელიც, ფიროსმანი, რომელიც დამზადებული არის იმპორტირებული ირანიდან და უზბეკეთიდან ბექმესით და საეჭვო წარმოშობის საერთოდ პროდუქტი არის, რომელიც გადის ექსპორტზე. პირდაპირი ამოცანა არის ხარისხის კონტროლი, რომ რა ღვინო გადის ქვეყნიდან და არის თუ არა ეს ღვინო დამზადებული საერთოდ ყურძნისგან. რუსეთის ბაზარი გახდა სამოთხე 1-დოლარიანი ღვინოებისთვის და როდესაც ბოთლი, ეტიკეტი, ჩაჩი და საცობი ჯდება და ყუთი დოლარზე მეტი, 1 დოლარად როგორ შეიძლება მზა პროდუქცია გაიტანო",- ამბობს ვასილ მანაგაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბევრი წლიანი ურთიერთობა მაქვს კახელ გლეხებთან და ვიცი მათ მიდგომები საკითხისადმი და მათ უსამართლობის განცდა ჰქონდათ რეალური ფასებიდან გამომდინარე. აქ არ არის საუბარი, ხარისხი როგორი იყო, თვითონ სააგენტომ ისეთი სამსაფეხურიანი სისტემა შემოიღო სამინისტროსთან ერთად, რომ როგორც ვხედავ თვითონაც გაიბლანდნენ. ვითომ ეს შაქრის საზომები ელექტრონული და რაღაც მონიტორები და 3000 ქარხანას ვუყურებთ, არის ყველაფერი შირმა. ისეთი სისტემა დანერგეს, რომ წაგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი და იმიტომ აევსოთ მოთმინების ფიალა გლეხებს, რომ არანაირი მექანიზმი გაპროტესტების, რაღაც შედავების ამ მარანთან, თუნდაც შაქარზე, თუნდაც ხარისხზე არ ჰქონდათ. ეს ვითარება არის ლოგიკური შედეგი, ქართული ოცნება 2012 წლიდან რა პოლიტიკასაც ატარებს ამ დარგში. დღეს სადამდეც მივედით, არის 100%-ით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. თავით შევარდნამ ამ ბაზარზე 2013 წლიდან, მოგვიყვანა ამ შედეგებამდე. გაშენდა ამდენი ვენახები, სიმძლავრეებიც ეყოფა თუ არა ამას, ეგეც საკითხავია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაგის პრობლემა უფრო ნაკლებადაა. უდიდესი მესამე კომპონენტი რაც არის ახლა დღევანდელი სიტუაციის, არის ხარისხის უკონტროლობა. აბსოლუტურად მოშლილია, თამამად შემიძლია გითხრათ, ხარისხის კონტროლი, რაც პირდაპირი მოვალეობაა ღვინის ეროვნული სააგენტოსი ადგილობრივ ბაზარზეც და საუბედუროდ საექსპორტო ბაზარზეც. 100 მილიონი ლიტრი, რომელიც ოფიციალურად გადის ქვეყნიდან დღეის მდგომარეობით, ამისი 40-50% არის სუფრის ნახევრად ტკბილი ღვინოები - ალაზნის ველი თეთრიც, წითელიც, ფიროსმანი, რომელიც დამზადებული არის იმპორტირებული ირანიდან და უზბეკეთიდან ბექმესით და საეჭვო წარმოშობის საერთოდ პროდუქტი არის, რომელიც გადის ექსპორტზე. პირდაპირი ამოცანა არის ხარისხის კონტროლი, რომ რა ღვინო გადის ქვეყნიდან და არის თუ არა ეს ღვინო დამზადებული საერთოდ ყურძნისგან. რუსეთის ბაზარი გახდა სამოთხე 1-დოლარიანი ღვინოებისთვის და როდესაც ბოთლი, ეტიკეტი, ჩაჩი და საცობი ჯდება და ყუთი დოლარზე მეტი, 1 დოლარად როგორ შეიძლება მზა პროდუქცია გაიტანო“
ვასილ მანაგაძე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კახეთში აქციების ფონზე ყურძნის ფასი შეიცვალა, თუმცა პროტესტი გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები