ბოჭორიშვილი: პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში
საქართველოს დელეგაციამ და პრემიერმა მონაწილეობა მიიღეს დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამსა და მიღებაში. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნებთან.

პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, სადაც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, იმ ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნება ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გაიმართება არაერთი შეხვედრა, როგორც გაეროს, ისე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…