ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება.

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითრუსთავი 2

"გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

"შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან გამართოს შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები