“ასე მესმის მე” მიშისტობა” – მეგი გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის დროინდელ მოვლენებსა და მაშინდელი ზარალის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკუთარი სახლის დანგრევისა, სახელმწიფოს რესურსები პირადი მიზნებისთვის არ გამოყენია.

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
ვარდების რევოლუციამდე, 2002 წ. 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული თბილისის , ზარალის დამდგენი და აღმწერი კომისია შექმნა ოპოზიციონერმა მიშამ და ამ კომისიის მთავარ/უფროს კოორდინატორად, ხელმძღვანლად , მე შემარჩია.
ჩემი სახლიც , ისევე ჩამოინგრა, როგორც ბევრი სხვა სახლი ავლაბარში და ზოგადად, თბილისში …ვერ გეტყვით რა შრომა მაქვს გაწეული და რა ენერგია ჩანთხლეული… ოღონდ, ჩემი სახლის აღდგენა/გამაგრებისთვის, არცერთი ტომარა ცემენტი არ გამიწერია და არცერთი ცალი ბლოკი არ მიმიტანია, ისე ავაშენე და გავამაგრე საკუთარი ხარჯით განა იმიტომ, რომ არ მეკუთვნოდა?! იმიტომ , რომ არავისთვის მიმეცა იმის თქმის საშუალება , მიშას შერჩეულმა ხელმძღვანელმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფო რესურსიო , ასე მესმის მე” მიშისტობა” , ასე მესმის გამოცხადებული ნდობის მიმართ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამიტომ არასოდეს, არავისთვის დამიმადლებია თავი…
პ.ს. ქოცებო, თქვენ ხართ ბიუჯეტის ვირთხები, მღრღნელები, თქვენთვის წმინდა მხოლოდ 30 ვერცხლია, ყარხართ.
#გამარჯვებამიშას
#გაიმარჯვებსსაქართველო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…