ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

4 მილიონზე მეტი დაიხარჯა შუხუთის სკოლის განახლებაზე, რომელშიც სწავლა არ მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდიტვ პირველი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა სკოლის რეაბილიტაციაზე, თუმცა სასწავლო პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის განცხადებით, შენობაში წყალი და ავეჯი ჯერ კიდევ მოსამარაგებელია, რადგან პროექტში წყლის შეყვანა გათვალისწინებული არ ყოფილა.

4 მილიონზე მეტი დაიხარჯა შუხუთის სკოლის განახლებაზე, რომელშიც სწავლა არ მიმდინარეობს
4 მილიონზე მეტი დაიხარჯა შუხუთის სკოლის განახლებაზე, რომელშიც სწავლა არ მიმდინარეობსნეტგაზეთი

2026 წლის მასში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი სკოლაში ამჟამად არ მიმდინარეობს.

კვარა ჩართოლანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებლის დირექტორის მოადგილე აცხადებდა, რომ ტენდერის ღირებულება 4 200 000 ლარი იყო.

„სრულად მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები შეხვდებიან სრულად ახალ ინფრასტრუქტურულ გარემოში“, – ამბობდა ჩართოლანი 14 მაისს.

26 ივნისს ლანჩხუთის რესურსცენტრმა გაავრცელა ცნობა, რომ ამ სკოლამ ავტორიზაცია მიიღო.

„ვულოცავთ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლას სრულ ავტორიზაციას 9 წლის ვადით მონიტორინგის გარეშე“, – წერა განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ცნობით, 15 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელებისთვის მიღება მოეწყო. სოციალურ ქსელში იძებნება ფაქტის ამსახველი კადრები.

მედიასთან სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ღონისძიება პირველკლასელებისთვის მოაწყვეს, თუმცა მოსწავლეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ სწავლა აღნიშნულ სკოლაში არ დაიწყებოდა.

„15 სექტემბერს მოსული ბავშვები უკან არ გაგვიბრუნებია, იმიტომ, რომ ჩვენ 15 სექტემბერს ბავშვებისთვის არ გვითქვამს, რომ ვიწყებდით შუხუთის საჯარო სკოლაში იმიტომ, რომ რაღაც პატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო დარჩენილი, კერძოდ წყალი და რაღაც ავეჯი იყო მოსამარაგებელი. დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა გადავიდეთ, დავბრუნდეთ უკან“, – ამბობს ანრი ხუხუნაიშვილი „ტვ პირველთან“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აქვს სკოლას წყალი, როცა რეაბილიტაციაზე ამხელა თანხაა დახარჯული, დირექტორი პასუხობს:

„ფული რომ დაიხარჯა იმ პროექტში არ იყო გათვალისწინებული, იმ კომპანიამ არ გააკეთა წყალი“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სრულად მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები შეხვდებიან სრულად ახალ ინფრასტრუქტურულ გარემოში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ვულოცავთ სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლას სრულ ავტორიზაციას 9 წლის ვადით მონიტორინგის გარეშე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„15 სექტემბერს მოსული ბავშვები უკან არ გაგვიბრუნებია, იმიტომ, რომ ჩვენ 15 სექტემბერს ბავშვებისთვის არ გვითქვამს, რომ ვიწყებდით შუხუთის საჯარო სკოლაში იმიტომ, რომ რაღაც პატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო დარჩენილი, კერძოდ წყალი და რაღაც ავეჯი იყო მოსამარაგებელი. დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა გადავიდეთ, დავბრუნდეთ უკან“
ანრი ხუხუნაიშვილი
„ფული რომ დაიხარჯა იმ პროექტში არ იყო გათვალისწინებული, იმ კომპანიამ არ გააკეთა წყალი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.