ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი - გიორგი პატარიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ სიცრუედ და აბსურდად შეоფსა. მისი თქმით, ვიდეომასალა გადაეცა გამოძიებასა და ომბუდსმენის ოფისს, და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი - გიორგი პატარიძე
ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი - გიორგი პატარიძერუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მსჯავრებულის მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახველ მოპყრობას.

გიორგი პატარიძე ხაზს უსვამს, რომ მსჯავრდებულთან დაკავშირებული ვიდეომასალა გადაცემულია გამოძიებისთვის და ასევე მას გაეცნო ომბუდსმენის ოფისიც, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან კი დანაშაულის არანაირი ნიშნები არ გამოკვეთილა.

"სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მოთხოვნილი ყველა ვიდეომასალა იქნა გადაცემული ჩვენი მხრიდან. ასვე, დამატებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ შესაბამის მასალას, თუმცა, დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ანდა, თუნდაც შენიშვნა, ჩვენი მიმართულებით არ დამდგარა.

დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდადებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას ნომერ მე-6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

აქვე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვონ ვიდეომასალები და, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, გუშინ ჩვენ ვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები პენიტენციური სამსახურის მისამართით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მშობლების მხრიდან, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის სიცრუე და აბსურდის თეატრი. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მოთხოვნილი ყველა ვიდეომასალა იქნა გადაცემული ჩვენი მხრიდან. ასვე, დამატებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ შესაბამის მასალას, თუმცა, დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ანდა, თუნდაც შენიშვნა, ჩვენი მიმართულებით არ დამდგარა. დამატებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3 მარტიდან ხორციელდება ვიდეომასალის დაარქივება, რომელიც სრულად მოიცავს მსჯავრდადებულ დავითაძის საკანში ყოფნის პერიოდს, ასევე მის ყველა გადაადგილებას ნომერ მე-6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. აქვე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვონ ვიდეომასალები და, რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს თანამშრომლობისთვის“
გიორგი პატარიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.