ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს

ქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკავშირს უნდა აწყობდეს ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავლის მოძებნა და საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვა. შალვა პაპუაშვილის თქმით კი, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას სთავაზობს.

არჩილ გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს
არჩილ გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებსპირველი არხი

პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამაზე არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო.

„მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურებისა და ერების დაკავშირებადობას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს.

ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე.

ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას სთავაზობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურებისა და ერების დაკავშირებადობას. რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს. ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე: „ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს – ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები