ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე N37 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა. არსებული ძირითადი სასწავლო შენობა ავარიულია და მისი დემონტაჟია რეკომენდებული.

თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდაBM.GE

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩა N4-ში მდებარე N37 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1.14 მილიონი ლარია, დღგ-ის გარეშე. შესყიდვა მოიცავს საინჟინრო-საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. მომსახურების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კალენდარული თვეა. პროექტირების დასრულების შემდეგ სამინისტრო ფასების მოკვლევას გამოაცხადებს, რომლის საფუძველზეც გაირკვევა თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 16 ნოემბერს, 12:30 საათზე დასრულდება. შესყიდვის კატეგორიაა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

N37 საჯარო სკოლის არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა 2025 წლის 14 ნოემბერს იქნა შესწავლილი. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ძირითადი სასწავლო შენობა, ავარიულ მდგომარეობაშია და მისი დაზიანებები IV ხარისხს შეესაბამება. დასკვნის მიხედვით, შენობის ეს ნაწილი გამაგრებას არ ექვემდებარება და რეკომენდებულია მისი დემონტაჟი.

ექსპერტიზის მიხედვით, მეორე ნაგებობის მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია და მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის გამაგრებითი სამუშაოებია საჭირო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ სამუშაოების მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის გათვალისწინებით, აღდგენის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ახალი შენობის მშენებლობისა და არსებული შენობის აღდგენის ხარჯების შედარების საფუძველზე. სკოლას ასევე აკავშირებს გადასასვლელი ნაგებობა, რომლის მდგომარეობაც III ხარისხის დაზიანებებს შეესაბამება და რომლის დემონტაჟიც რეკომენდებულია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სოფელ დუისის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები