საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს UWC-ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება. პროგრამა 15-17 წლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სრული დაფინანსება და ისწავლონ მსოფლიოს წამყვან კოლეჯებში. განაცხადების მიღება 30 სექტემბრამდე გრძელდება.

UWC (United World Colleges) გლობალური საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე 18 წამყვან კოლეჯს აერთიანებს. საქართველოს ბანკის პარტნიორობით კი, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სრული დაფინანსება, ისწავლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამით და გაემგზავრონ მსოფლიოს 17 ქვეყანაში — მათ შორის კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, ტაილანდში, იაპონიასა და ჩინეთში. UWC-ის სტიპენდია არის განსაკუთრებული შესაძლებლობა 15-17 წლის მოტივირებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო განათლება, იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში და გახდნენ მომავალი ლიდერები.
პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ონლაინ შეხვედრა 25 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება
ვებინარს გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:
UWC-ისსაერთაშორისოსაბჭოსთავმჯდომარისმოადგილე, სესილიაიგანი (Cecilia Egan)
UWC Georgia-სპროგრამისმენეჯერი, რუზანასარგსიანი (Ruzanna Sargsyan).
ვებინარი ონლაინ, ინგლისურ ენაზე ჩატარდება და ის დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაეხმარება, უშუალოდ პროგრამის წარმომადგენლებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე.
ვებინარზე გაიგებთ:
რაარის UWC, როგორიამისიისტორია, ღირებულებებიდაპრინციპები;
როგორშეგიძლიათსტიპენდიისმოპოვებადასრულიდაფინანსებითსწავლა;
როგორმიმდინარეობსგანაცხადისშევსებისპროცესისაქართველოდან, რაეტაპებიდავადებიაგანსაზღვრული.
გაითვალისწინეთ, ვებინარზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/4hCDr2i
რეგისტრაციის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
(R)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.