ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს, ჟოაო ბრედას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის პაციენტის უსაფრთხოება, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდაპირველი არხი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს წარმომადგენლობის ახალ დირექტორს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ და ჟოაო ბრედამ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მიღწეული პროგრესი განიხილეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც.

„მხარეებმა საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს; აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე; აქვე ხაზი გაესვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებებისა და ონკოლოგიის საკითხებზე რეაგირების მნიშვნელობას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, მასთან თანამშრომლობა კი მთავრობის პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, ჟოაო ბრედას გამოცდილება და პროფესიონალიზმი, WHO-ს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებაში.

ჟოაო ბრედას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ჩამოსვლამდე, იყო WHO-ს სპეციალური წარმომადგენელი საბერძნეთში და ხელმძღვანელობდა ათენში განთავსებულ ჯანმოს ევროპის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების (QoC) ოფისს. მანვე დააფუძნა ათენის საუკეთესო პრაქტიკის ცენტრი (Athens Centre of Excellence), რომელიც ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, აგრეთვე ჯანდაცვის სფეროში ინოვაციებისა და ლიდერობის ხელშეწყობაზე; WHO ევროპის რეგიონულ ოფისში უძღვებოდა სურსათისა და კვების სამოქმედო გეგმებისა და ფიზიკური აქტივობის სტრატეგიების შემუშავების, დანერგვისა და შეფასების სამუშაოებს. ასევე ხელმძღვანელობდა WHO არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ოფისს, რომელიც თავად დააფუძნა და მნიშვნელოვან რეგიონულ ინიციატივად ჩამოაყალიბა.

ჟოაო ბრედა პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო WHO-მ ორჯერ მიანიჭა საუკეთესო გუნდის ჯილდო (Awards of Excellence)“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.