ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიშემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ჯამში აღმოჩენილია 325 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 66 720 ლარი შეადგინა. ერთ კანონდამრღვევზე საქმე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ხოლო ხუთს სანქციის სახით ჯარიმა შეეფარდა.

"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RS
"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RSBM.GE

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 325 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 66 720 ლარი შეადგინა.

ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 44 964 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.