პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სარფის" საბაჟოზე ₾260 ათასის 1.2 კგ ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს | RS

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიშემოსავლების სამსახური

სარფის საბაჟოზე 259 930 ლარის ღირებულების 1 229 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

"სარფის" საბაჟოზე ₾260 ათასის 1.2 კგ ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს | RS
BM.GE

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

"უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი კერძოდ - 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"წითელი ხიდზე" 66 720 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა - RSწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები