აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ქალის ცემისთვის დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მცხოვრები ქალის ცემის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას ატარებს. დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე შემოწმებაზე უარი თქვეს. სოხუმის სასამართლომ მათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ადგილობრივი მცხოვრები ქალის ცემის ფაქტზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას ატარებს.
უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 21:00 საათზე ორი მამაკაცი ქალს, სავარაუდოდ, ქვებით სცემდა – “ექიმებმა მას დაუდგინეს თავის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის ჰემატომა და ზედა ქუთუთოს ჭრილობით-დაჟეჟილი დაზიანება”.
დე ფაქტო სამინისტროს ცნობითვე, ადგილზე მისულმა მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს აფხაზეთში დროებით მცხოვრები ორი პირი – რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმებაზე უარი თქვეს.
სოხუმის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს ადმინისტრაციული პატიმრობა, 15-დღიანი ვადით, შეუფარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…