ანდრეი სიბიგა - შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა გადაუდებელი გლობალური პრიორიტეტია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან კარლ სკაუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის საზღვაო დერეფანსა და პორტებს მარცვლეულის ექსპორტის ჩასაშლელად. სიბიგას თქმით, შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა და პორტების დაცვა გადაუდებელი გლობალური პრიორიტეტია.

რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის საზღვაო დერეფანს, პორტებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურას, რათა ხელი შეუშალოს მარცვლეულის ექსპორტს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მოქმედ აღმასრულებელ დირექტორთან, კარლ სკაუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიბიგას თქმით, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის თავდასხმები უკრაინის საზღვაო დერეფანზე.
“სასურსათო უსაფრთხოება არასდროს უნდა იქცეს რუსული აგრესიის მძევლად ან შანტაჟის იარაღად. რუსული დარტყმების შედეგები შავი ზღვის რეგიონის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა, ვინაიდან უკრაინა მსოფლიო ბაზრებს მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვანი წილით ამარაგებს. ეს ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის”, - აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა, უკრაინის პორტების დაცვა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება “გადაუდებელი გლობალური პრიორიტეტებია”.
ციტატები სტატიიდან
„სასურსათო უსაფრთხოება არასდროს უნდა იქცეს რუსული აგრესიის მძევლად ან შანტაჟის იარაღად. რუსული დარტყმების შედეგები შავი ზღვის რეგიონის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა, ვინაიდან უკრაინა მსოფლიო ბაზრებს მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვანი წილით ამარაგებს. ეს ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მილიონობით ადამიანისთვის“
„გადაუდებელი გლობალური პრიორიტეტებია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.