წამგებიანი და კონტრპროდუქტიულია – ზელენსკი ორი რუსი ოლიგარქისთვის სანქციების მოხსნაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღება კრიტიკულად შეაფასა და მას კონტრპროდუქტიული უწოდა. ამავდროულად, მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ახალი სანქციებისა და უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამო.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სანქციების სიიდან რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას გამოეხმაურა და რუსული სასტიკი იერიშების მიმდინარეობისას სანქციების მოხსნას 'წამგებიანი და კონტრპროდუქტიული" უწოდა. მისი თქმით, ომები არა დათმობებით, არამედ "სიმტკიცით და ძალით სრულდება".
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონდერ ლაიენთან ილაპარაკა.
"როდესაც რუსეთი ახლაც კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ჩვენს ხალხს სასტიკად ესხმის თავს, მრავალ რეგიონში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამო საჰაერო განგაში ისმის, ინდივიდუალურ რუს ოლიგარქებზე სანქციების მოხსნაზე გზავნილები წამგებიანი და კონტრპროდუქტიულია. ომები სიმტკიცითა და ძალით სრულდება და არა აგრესორის გარემოცვის მიმართ დათმობებით". - წერს ზელენსკი.
პარალელურად, ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის სანქციების სიაში ახალი რუსი პირების დამატებაზე მუშაობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი ურსულას მისი მზაობისთვის, რომ ევროკავშირის სანქციების სიას მეტი რუსული სახელი დამატებაზე იმუშაოს. ეს არის სწორედ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სამართლიან მშვიდობასა და გარანტირებულ უსაფრთხოებას აახლოებს. მადლობა!". - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენთან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხიც განიხილა და ევროკავშირს €90-მილიარდიანი სესხის შესახებ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ურსულა ფონ დერ ლაიენთან დეტალური საუბარი მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ფინანსური გამძლეობა ამ წელს და შემდეგაც. მადლობას ვუხდი ევროკავშირს €90-მილიარდიანი სესხის შესახებ გადაწყვეტილებისთვის და უკრაინა სესხის ფარგლებში თავის ვალდებულებებს ასრულებს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად დავფაროთ. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ფინანსური მხარდაჭერის მიწოდების სხვა გზებზეც იმუშავებენ". - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები სამი წლით, 2029 წლის 22 სექტემბრამდე გაახანგრძლივონ – თუმცა, მიღწეული კონსენსუსის ფარგლებში სანქციების სიიდან რუსეთთან დაკავშირებულ მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს ამოიღებენ.
"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებს
EU-ს საბჭოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერის განცხადებით, საბჭო გადაწყვეტილებას წერილობითი პროცედურის დასრულების შემდეგ დაამტკიცებს. მან მიღწეულ შეთანხმებას "რთული კომპრომისი" უწოდა.
შედეგად, ევროკავშირის მხრიდან თითქმის 3 000 პირისა და ორგანიზაციის მიმართ შემოღებული აქტივების გაყინვა და ბლოკში შესვლის აკრძალვა შენარჩუნდება. აქამდე სანქციების სია ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახლდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით კი მომდევნო გადახედვა სამი წლის შემდეგ მოხდება.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც რუსეთი ახლაც კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ჩვენს ხალხს სასტიკად ესხმის თავს, მრავალ რეგიონში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამო საჰაერო განგაში ისმის, ინდივიდუალურ რუს ოლიგარქებზე სანქციების მოხსნაზე გზავნილები წამგებიანი და კონტრპროდუქტიულია. ომები სიმტკიცითა და ძალით სრულდება და არა აგრესორის გარემოცვის მიმართ დათმობებით“
„მადლობას ვუხდი ურსულას მისი მზაობისთვის, რომ ევროკავშირის სანქციების სიას მეტი რუსული სახელი დამატებაზე იმუშაოს. ეს არის სწორედ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სამართლიან მშვიდობასა და გარანტირებულ უსაფრთხოებას აახლოებს. მადლობა!“
„ურსულა ფონ დერ ლაიენთან დეტალური საუბარი მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ფინანსური გამძლეობა ამ წელს და შემდეგაც. მადლობას ვუხდი ევროკავშირს €90-მილიარდიანი სესხის შესახებ გადაწყვეტილებისთვის და უკრაინა სესხის ფარგლებში თავის ვალდებულებებს ასრულებს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად დავფაროთ. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ფინანსური მხარდაჭერის მიწოდების სხვა გზებზეც იმუშავებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.