პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი

ფედერალისტები

„დროას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გათანაბრება მიუღებელია, რადგან ივანიშვილისგან განსხვავებით სააკაშვილი არ იყო რუსი და პოლიტპატიმარია.

ლემონჯავა: ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი
ფორმულა

პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა გუშინდელი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ლემონჯავას თქმით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ უდრის ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნავს, რომ "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეული სკანდალი მისთვის მიუღებელი და ფაქტობრივად არასწორია.

ლემონჯავას თქმით, ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი.

"გუშინდელი დღის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ რადგან ძალიან სამწუხაროდ, ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქციაზე გამოყენებული ბანერების შინაარსი იქცა, მინდა, ძალიან მკაფიოდ და გაჭრილად ვთქვა, რომ მიშა არ უდრის ბიძინას. ეს შინაარსი ჩემთვის მიუღებელია და ფაქტობრივად არასწორია.

არასწორია ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს ორი ერთმანეთს გაუთანაბრო. აქ სიმპათია-ანტიპათიის საკითხი არ დგას, უბრალოდ ორი ფაქტობრივი გარემოებაა:

1. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი არ იყო რუსი. მისი მთავრობა გამოკვეთილად პროდასავლური იყო;

2. ივანიშვილისგან განსხვავებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

აქ მთავრდება ჩემთვის ეს საკითხი", - წერს გიგა ლემონჯავა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები