სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სიონის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც პირველ დეკემბერს ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პანაშვიდები 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, 14:00 საათზე, სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში დაასვენეს. ის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…