ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: „არ არსებობს, ეს იყოს გამოწვეული სწორი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის ლიდერის რეიტინგების ვარდნა არასწორ პოლიტიკასა და ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირა. მისი თქმით, სანქციებმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროპელების კეთილდღეობაზე.

ირაკლი კირცხალია მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: „არ არსებობს, ეს იყოს გამოწვეული სწორი
ირაკლი კირცხალია მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: „არ არსებობს, ეს იყოს გამოწვეული სწორიPOSTV

„ეს კვლევა პირდაპირი შედეგია არასწორი პოლიტიკის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.

„ამას განაპირობებს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია. რთულია შეხვიდე ამა თუ იმ ლიდერის რეიტინგზე, მაგრამ ესა თუ ის ლიდერი, ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს თავის ქვეყანაში და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ იმ ეკონომიკურ კავშირში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი, კომპლექსურია. მაგრამ, რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს არის ეკონომიკური კავშირი და ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ რა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელმაც შემდეგ პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროპელის ჯიბეზე.

ასევე კარგად ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში და ვექტორში იმ ომის რიტორიკას, რასაც ისინი ყოველდღე ატარებენ.

კავშირში, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს იკავებდა და დღეს მისი ნახევარია, არ არსებობს, რომ ეს იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით. ასე, რომ ყველაფერი კომპლექსურად ამის გამოძახილია“, – აღნიშნა კირცხალიამ.

საფრანგეთში მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. სადამდე მიიყვანა ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მორჩილებამ, თბილისში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კვლევა პირდაპირი შედეგია არასწორი პოლიტიკის“
ირაკლი კირცხალია
„ამას განაპირობებს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია. რთულია შეხვიდე ამა თუ იმ ლიდერის რეიტინგზე, მაგრამ ესა თუ ის ლიდერი, ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს თავის ქვეყანაში და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ იმ ეკონომიკურ კავშირში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი, კომპლექსურია. მაგრამ, რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს არის ეკონომიკური კავშირი და ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ რა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელმაც შემდეგ პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროპელის ჯიბეზე. ასევე კარგად ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში და ვექტორში იმ ომის რიტორიკას, რასაც ისინი ყოველდღე ატარებენ. კავშირში, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს იკავებდა და დღეს მისი ნახევარია, არ არსებობს, რომ ეს იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით. ასე, რომ ყველაფერი კომპლექსურად ამის გამოძახილია“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპული ბიუროკრატიის კრიზისი და მზარდი უკმაყოფილება საზოგადოებაში - ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის ორი ლიდერის რეიტინგი უკიდურესად დაბალ ნიშნულზეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები