ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში – ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებს

ანდრო ჭიჭინაძე 21-ე საჯარო სკოლის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებს და საუბრობს სკოლის ფასეულობებზე, მასწავლებლებზე და სკოლის დაცვის მნიშვნელობაზე.

ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში – ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებს
ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში – ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებსალია

ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც 21-ე სკოლელია, მხარდასაჭერ წერილს ავრცელებს:

“21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ და ბრუნდებიან სახლებში.

21-ე საჯარო სკოლა (ჩემთვის “შისტოი”) არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად, სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას და ამ პროცესით იყვნენ და არიან ბედნიერები.

ეს ყველაფერი იმ გადასარევი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც წლებია ამ გარემოს ქმნიან.

ეს ფასეულობები, რომლებიც ამ სკოლამ შექმნა დანგრევას არ ექვემდებარება.

იმ უპასუხისმგებლობის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, რაც ამ დღეებში გავიგე. ერთადერთის თქმა მინდა რომ არცერთი მთავრობის პირობებში ამ სკოლას უკან არაფერზე დაუხევია სხვადასხვა დროს მთავრობების ინტერესების მიუხედავად.

ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში.

მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის დაცვისთვის.”

ა.ჭიჭინაძე

22.09.2026.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.