თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო
თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი და „ფედერალისტების“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც მცირე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.
აქციაზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი და „ფედერალისტების“ წევრები თენგო კირთაძე დაუპირისპირდნენ, ვიდეო კადრებში ჩანს „ფედერალისტების“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ სიხარულიძე.
დაპირისპირებისას აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან ისმოდა რეპლიკები „მიშასგან რა გინდათ“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…