,, მონათა იდეოლოგიით შეპყრობილები და გადამთიელების ინტერესების გამტარებელი ფუჭი ცანცარები!” – დიტო სამხარაძე
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიტო სამხარაძის მტკიცებით, ოპოზიციის აქცია ფსკერზე დაცემის ლუსტრაციად იქცა და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა 2-3%-ს არ აღემატება.

,,ქართული ოცნენის” დეპუტატი, დიტო სამხარაძე:
,,ერთი თვე აორგანიზებდა აგენტურა აქციას, რომელიც მათი ფსკერზე დაცემის ლუსტრაციად იქცა. ამათი მხარდამჭერთა რაოდენობა ქართულ საზოგადოებაში 2-3%-ს რომ არ აღემატება, დღესაც თავად გვაჩვენეს! ზოგადად, პოლიტიკური არსებობის ბოლო ჟამი აქვთ და ყველამ იცის, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოში, რომელიც ვერც ომში გახვიეს, სახელმწიფო ვერ ჩამოშალეს, რევოლუცია ვერ მოახდინეს, ეკლესია ვერ დაასუსტეს და ახლა ამათი ტანჯვით მომსწრენი ვართ, ვიხილოთ ურეიტინგო სინდიკატი, მონათა იდეოლოგიით შეპყრობილები და გადამთიელების ინტერესების გამტარებელი ფუჭი ცანცარები! დღევანდელი ამათი „კარწინკა“ ამათივე მეპატრონეებისთვისაც ჩამოკრული უბედურების ზარია! რეალურად, აქციის ჩავარდნა კი არა, საქართველოს ღირსეული მოქალაქეების პასუხია აგენტ, მანქურთ რადიკალურ ოპოზიციას! ქართველი ხალხის დემარში ქვეყნის გამყიდველების წინააღმდეგ, დისტანცირება და მიუღებლობა ერის მტრებთან ასოცირების!
P.S. გაუქმებულია – გაუქმებულია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…