“ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას!” – დიტო სამხარაძე
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდიდან „სუსტების და ლაჩრების“ გადაბირებასა და მათ წინააღმდეგ ალაშქრებას ცდილობს. მისი მტკიცებით, მსგავს პირებს დროულად ავლენენ და გადამთიელების მიერ მოსყიდულებს „სასტიკად და მწარედ“ მოექცევიან.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე:
გადამთიელების მეთოდი, ხრიკი ასეთია: როდესაც ხალხის სამსახურში ხარ, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, პრიორიტეტი შენი ბერი და ერია! იბრძვი სამშობლოს კეთილდღეობისთვის და გყავს აგენტურული ოპოზიციური სინდიკატი, რომლებიც გადამთიელების ინტერესებს იცავენ, ხელს გიშლიან დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში და ამ დროს ურეიტინგოები არიან, შენს გუნდში, ოჯახში, რომელიც ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ცდილობენ ვინმე გადაიბირონ, ჩალიჩობენ!
განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას!
კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ. ზოგი მერე პარტიებს ქმნის, ან რაღაცეებს და მაინც მინდა ვთქვა! როგორც გახარიას მაგალითით დაწყებული, ახლაც, ზოგიერთების ჩვენი დიდი ოჯახიდან გასვლით ან გაგდებით, ყველამ მინდა იცოდეს: „ქართული ოცნების“ არც ერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას, რომელიც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება!
არ ვივიწყებთ 2011-2012 წლებს და ამით ვამაყობთ, მაგრამ ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას, "ქართული ოცნების" არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
დიმიტრი სამხარაძე: „განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას. “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ“
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას - „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
- დიტო სამხარაძე: ...ამ დროს ურეიტინგოები არიან, შენს გუნდში, ოჯახში, რომელიც ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ცდილობენ ვინმე გადაიბირონ, ჩალიჩობენ!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…