პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის! - საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება!

კოალიცია ცვლილებისთვის

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, რომ სასამართლოებიდან მათ გამოყრას შეეცდებიან, თუმცა საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება.

ნიკა გვარამია - ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის! - საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება!
ინტერპრესნიუსი

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა შეხედოს აქციაზე მისულ ადამიანებს და მიხვდეს, რომ მათ საქართველოს სიყვარულს ვერ აუკრძალავენ.

„მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასო ადამიანებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ, მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი. ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, გამოცდა - რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაზე და გვაქვს მეტი რაოდენობა, შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა და ცვლილება არის აქ, ხალხში. როგორც კი ვიქნები კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია!

ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს [დევიძე] ძმას, რომელმაც დღეს დაწერა: გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო და მე აქედან მინდა ვუთხრა- არასდროს მივატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ! არც ერთს და ვინც აქ არის, გარეთ და თქვენზე ღელავს! თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი ბურჯები და თქვენ აქ დგახართ, ვგრძნობთ თქვენს აქ ყოფნას, თქვენ ხართ უხილავი დამსწრეები და მთავარი ხალხი აქ!

ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის. ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსათვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ აკვანში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ ამაში წინ ვერ დაგვიდგება. საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ - განაცხადა გვარამიამ.

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ როგორც პოლიტიკოსები, ისე აქციების ფარგლებში დაპატიმრებული მომიტინგეების ოჯახის წევრები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას
  2. TV პირველიოპოზიციურიჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - ცვლილება ჰაერშია - ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - ყველაზე ცხადი ის არის, რომ მოსარჩელე პოზიციით არის უკიდურესად სუსტი - ვწუხვარ, ცუდი საყურებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები