პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გამჭვირვალობის კანონის გაუქმების მოთხოვნა აჩვენებს, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში საქართველოში რევოლუციური პროცესების გამეორება სურთ. მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის პოზიცია მიგრაციასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პრემიერი: გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში
იმედინიუსი

ოპტიმიზმსაც ვინარჩუნებთ, რომ ევროკავშირში ვითარება შეიცვლება, მათ შორის გაწევრიანების კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ზოგადად, ევროინტეგრაცია რთული პროცესია.

„ბოლოს რაც მოვისმინეთ ევროინტეგრაციის კუთხით, ახალ წევრებს მიიღებენ რეალურად, ფაქტობრივად, ხმის უფლების გარეშე. ასეთ წევრობას, დამეთანხმებით, რომ უკვე ფასი ეკარგება. ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს რატომ იღებს ევროპული ბიუროკრატია, აბსოლუტურად გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმედი გვაქვს ვითარების შემოტრიალების“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნაზე.

„ასევე ლტოლვილების საკითხი იყო ნახსენები. არა მარტო ლტოლვილების საკითხი, ჩვენ გვთხოვენ კონკრეტული კანონის გაუქმებას. ერთი, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას - უმარტივეს რამეს. ამის გაუქმებას რომ გთხოვენ, თან იმ ფონზე, რა ფონიც გამოვიარეთ, ეს რევოლუციის მცდელობები, გამოდის, რომ ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში. ასევე ითხოვენ „არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებას. ჩვენ რა ჩავწერეთ ამ კანონში, ყველაზე მარტივი რაც არის, რომ არ შეიძლება კაცი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს ქალად, ან ქალი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად. ამას ითხოვენ ჩვენგან, რომ ვიღაც კაცი - პირობითად გიორგი გიორგაძე - შეიძლება წავიდეს სამოქალაქო რეესტრში, ოპერაციაც კი არ სჭირდება, არაფერი არ სჭირდება, შეიძლება ჩაეწეროს თამარ გიორგაძედ, ძალიან მარტივად. ახლა ასეთ აბსურდში არიან შესული, მაგრამ არ ვიცი, ეს აბსურდი რამდენად შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ესეც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„არ შეიძლება, თავს მოახვიო ქვეყნებს მიგრაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხდება. უნგრეთის მაგალითი არის საუკეთესო. რაც შეეხება ლგბტ საკითხებს, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, ამ კუთხით უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ზოგადად პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რაც დღეს, სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას - ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ რევოლუციური პროცესების გამეორება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები