პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა

საქართველოს მთავრობა

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებასა და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნას ეხებოდა.

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
ინტერპრესნიუსი

თავისუფლების მოედანზე ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, საპროტესტო აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა.

მანამდე მოქალაქეებმა სამი ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ორბელიანის მოედანზე, საიდანაც მარშით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე ბანერები სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის წარწერით.

დღევანდელი აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური„საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები