პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რეფერენტული ფასების დაწესებით ძირითად მედიკამენტებზე ფასების დარეგულირება და ინფლაციური პროცესების დასტაბილურება შეძლო.

პრემიერი: წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა
რუსთავი 2

წამლის ფასებზე იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა.

„ხელისუფლებას რითაც შეეძლო ამ სფეროში ჩარევა, ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა და ეს არის ე.წ. რეფერენტული ფასები, რომლითაც მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა. ერთადერთი ქმედითი ზომა, რაც შეეძლო მიეღო ხელისუფლებას ამ სფეროში, იყო სწორედ რეფერენტული ფასების დადგენა და შემოღება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: „ჩვენთვის პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები