პრემიერი: „ჩვენთვის პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფომ ონკოლოგიურ და ქრონიკულ მედიკამენტებზე ლიმიტები მოხსნა, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დააწესა.

„განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეძლონ.
“ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, ხოლო კერძო სექტორი – თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში მიიღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარებაში და მინდა, წარმატებები გისურვოთ,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს
პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს თავის ქვეყანაში უნდა შეეძლოს. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს დანიშნულებას, თუ მკურნალობის საშუალება ყველას აქვს - ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…