ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - ცვლილება ჰაერშია - ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე აქციაზე განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებს რაოდენობის გამოცდა დარჩათ და „ცვლილება ჰაერშია“. მან ასევე პირობა დადო, რომ ციხეში მყოფ არცერთ ადამიანს არ მიატოვებენ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებს ერთადერთი - რაოდენობაზე გამოცდა დარჩათ და ცვლილება გარდაუვალია.
გვარამიას თქმით, ყოველ მომდევნო აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა იზრდება და შემდეგ გამოსვლაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. მან აღნიშნა, რომ „ცვლილება ჰაერშია“ და როგორც კი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, ცვლილებაც მოხდება.
გამოსვლაში ნიკა გვარამია შეეხო დაკავებულთა საკითხსაც მან გაიხსენა ელენე ხოშტარიას ძმის სიტყვები, რომელმაც თხოვნით მიმართა საზოგადოებას, არ მიატოვონ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები.
„მე აქედან მინდა ვუთხრა: არასდროს არ მიგატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ, არც ერთს!“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან ასევე მიმართა აქციის მონაწილეებსა და მათ „ჩვენი სამშობლოს მთავარი გუშაგები“ უწოდა. გვარამიას თქმით, შესაძლოა ისინი სასამართლოს დარბაზებიდან გამოყარონ, თუმცა „სიმართლე ჩვენია“.
გამოსვლის დასასრულს ნიკა გვარამიამ ყოველკვირეული შაბათის მარშების ორგანიზატორები შეაქო და თქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ "კვლავაც ვცოცხლობთ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ“.
მოგესალმებით, ყველაზე ძვირფასებო სამყაროში! მიხარია, რომ აქ გხედავთ. მიხარია, რომ გხედავთ უამრავს. მიხარია, რომ ყოველ შემდეგ აქციაზე ვართ მეტი და მეტი.
ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა - გამოცდა რაოდენობაზე. ეს ვთქვით წინაც და გვაქვს მეტი რაოდენობა. შემდეგი გამოსვლა იქნება და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი რაოდენობა. და ცვლილება არის აქ, ჰაერში და როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია.
ჩვენ შეიძლება ჩაგვამწყვდიონ ციხის საკნებში, როგორც ძვირფასი ელენეს ძმამ, რომელმაც დღეს დაწერა: „გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს მეგობრებს და ჩემს ოჯახის წევრებსო“. და მე აქედან მინდა ვუთხრა: არასდროს! არ მიგატოვებთ არც ერთს, ვინც ციხეში ხართ, არც ერთს!
და ვინც აქ არის გარეთ და თქვენზე ღელავს - თქვენ მთავარი ხალხი ხართ ახლა, ჩვენი სამშობლოს მთავარი გუშაგები და თქვენ აქ დგახართ.
ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოს დარბაზებიდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა იმათი, ვინც იქ დატოვეს. როგორც ქოცების, ისევე მართლმსაჯულების - სამარცხვინო მეგრელის მაგალითად.
აი, ამ ხალხს შეხედოს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს: ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
საქართველო ევროპაა! საქართველო ჩვენი დიდი წინაპრების განატოვარი ანდერძის თანახმად, ქრისტიანულ ევროპულ ოჯახში უნდა დაბრუნდეს და ვერავინ წინ ვერ დაგვიდგება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!
მე მინდა სიტყვა გადავცე იმ ხალხის წარმომადგენელს, ვინც ჩემთვის პირადად არნახული რამ შეძლეს - ყოველ შაბათს მარშებს აორგანიზებენ და ყველას ჩვენთაგანს გვაძლევენ შესაძლებლობას, დავინახოთ ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს და შევახსენოთ ყველას, რომ ჩვენ კვლავაც ვცოცხლობთ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!"- თქვა გვარამიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანიკა გვარამია – მიხარია, რომ გხედავთ უამრავს, ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი გამოცდა, როგორც კი ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ცვლილება მოხდება და ეს გარდაუვალია, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსთვის ბრძოლას
ნიკა გვარამია - ჩვენ შეიძლება გამოგვყარონ სასამართლოდან, მაგრამ ჩვენია სიმართლე და არა მათი, ვინც იქ დატოვეს, როგორც „ქოცების“, ისევე მათი მოსამართლეების, მაგალითად, ზოგიერთი სამარცხვინო მეგრელის! - საქართველოს ევროპულ აკვანში დაბრუნებას წინ ვერავინ დაუდგება!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…