“ხალხს უნდა გარეთ გამოსვლა და ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება” – ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საზოგადოებაში პროტესტის მოთხოვნილებაა და ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად შესაფერის მომენტს ელოდება, რის გამოც ისინი 28 ნოემბრის აქციისთვის ემზადებიან.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ერთი, რაშიც სრულიად მყარად ვარ დარწმუნებული, ხალხში პროტესტის მოთხოვნილებაა. აღარ იგრძნობა დაღლილობა და ისე აღარ მძლავრობს იმედგაცრუება.
ხალხს უნდა გარეთ გამოსვლა და ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება.
და ეს მომენტი უნდა დავაყენოთ, ეს ყველას გვევალება: პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს.
მკაფიოდ დასახული მიზანი და ხალხის სიმრავლე არის ახლა გადამწყვეტი. გადამწყვეტი და შედეგის მომტანი.
ვემზადებით 28 ნოემბრისთვის, ევროპის წართმვების 2 წლისთავისთვის!
უამრავი უნდა დავდგეთ და გადავწყვიტოთ: საქართველო ივანიშვილის გარეშე!
როგორც კი ბევრი ხალხი გამოვა, ცვლილებას თვალებში ჩავხედავთ!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…