პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კუპრაძე – ბრძოლის ფორმას მოვიფიქრებთ, სახელითა და გვარით ბრძოლაც კი საკმარისი იქნება, როგორც მაკა, ირაკლი, ოთო, თაზო და გრიგოლი ვიდგებით და გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვას

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა კონსტიტუციას ყოველდღიურად არღვევენ, თუმცა ბრძოლა ნებისმიერი ფორმით გაგრძელდება.

ირაკლი კუპრაძე – ბრძოლის ფორმას მოვიფიქრებთ, სახელითა და გვარით ბრძოლაც კი საკმარისი იქნება, როგორც მაკა, ირაკლი, ოთო, თაზო და გრიგოლი ვიდგებით და გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვას
პირველი არხი

ეს ორი წელი ძალიან მძიმე იყო. ეს იყო დევნის ორი წელი, თუმცა გვდევნიდნენ იმის გამო, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს იყო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ აქციაზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, მიუხედავად ცალკეული დამარცხებებისა და რამდენიმე წაგებული ბრძოლისა, მთავარი ბრძოლა ღირსებისთვის გამარჯვებით დასრულდა.

„ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები ღირსებისთვის, მისი შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. ღირსების აყრა გადაწყვიტა 10-15-მა ადამიანმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან, დასცინიან მათ, იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და ყოველდღიურად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. 2024 წლის 28 ნოემბრიდან კონსტიტუცია ყოველდღიურად ირღვევა. ივანიშვილი და მისი გარემოცვა მილიარდებით გამდიდრდნენ. მათ გაანადგურეს ეკონომიკური საფუძვლები, ებრძვიან საქართველოს, ქვეყნის ეკლესიას, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ეს არის ივანიშვილი, რომლის მხარესაც ბოროტება დგას, ჩვენს მხარეს კი – ღირსება. დიახ, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები, რაღაც მხრივ, ოდნავ დასუსტებული არიან, მაგრამ ღირსეული ოპოზიციური პარტიებია. არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოროტება ჩაიდინა. ამ ბრძოლაში ვიქნებით იმის მიუხედავადაც, როგორ დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი ამ სამარცხვინო ცირკს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში. არ გვაინტერესებს, ბრძოლა გაგრძელდება, ფორმას მოვიფიქრებთ. ნებისმიერი ფორმა – სახელითა და გვარით ბრძოლაც კი საკმარისი იქნება, როგორც მაკა, როგორც ირაკლი, როგორც ოთო, როგორც თაზო და გრიგოლი ვიდგებით და გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება - პროტესტში მყოფების მხარეს დგას ღირსება - ირაკლი კუპრაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მათ აღიარებაც მოუწიათ ამ დანაშაულის. ჩვენთვის მიუღებელი იყო, გადაწყვეტილება შევცვალეთ და აქციაზე აღარ გავსულვართ. ეს იყო უმძიმესი შეცდომა, დანაშაულიც მსგავსი აქტივობის დაგეგმვა - ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის აქციაზე და შტურმის ინიციატივაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები