პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა, თავისი წითელი ხაზებით

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით საქართველოს პრაგმატული და ღირსეული პოლიტიკა აქვს, სადაც „წითელი ხაზები“ არასდროს გადაკვეთილა, ხოლო დემარკაციაზე ან სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბარი გამორიცხულია.

პრემიერი: აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა ღვინის თემაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა - რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა, თავისი წითელი ხაზებით
რუსთავი 2

რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ყოველთვის არის სათანადო რეაქცია.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წაყენებულ პირობებს: იქ დემარკაცია, დევნილების არდაბრუნება და ასე შემდეგ, ე.წ სამშვიდობო შეთანხმება. ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვსჩვენი ტერიტორიები და გამოირჩევა ხოლმე ასეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სათანადო რეაქცია. ბუნებრივია, ვერავითარი დემარკაცია ვერ განიხილება, დევნილების დაბრუნებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერავითარი წინაპირობა რაიმესთვის. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას, არც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვერავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ იქნება, ბუნებრივია, საუბარი.

ამ ყველა საკითხზე და ე.წ. პირობებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და დღესაც ვაფიქსირებთ სათანადო პოზიციას. საუბარი იყო ღვინის თემაზეც და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ განმარტება. აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, ეს არის მათი პოზიცია, რაზეც ასევე სათანადო პასუხი ჩვენ, ბუნებრივია, დავაბრუნეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკა თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გაუგებარია პოზიცია, რომელიც რუსეთის წარმომადგენელმა ღვინის თემაზე გამოხატა, უსაფუძვლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ღირსეული პოლიტიკა წითელი ხაზებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები