პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ოცნება" უკონტროლო და სამარცხვინოა - მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი

ქართული ოცნება

მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა თბილისში მიმდინარე აქციაზე „ქართულ ოცნებას“ „ბოროტი ძალა“ უწოდა და ხელისუფლება უკონტროლობასა და სამარცხვინოობაში დაადანაშაულა. დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების წლისთავს ეძღვნება.

"ოცნება" უკონტროლო და სამარცხვინოა - მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი
TV პირველი

თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფმა მსახიობმა, დავით ბეშიტაიშვილმა "ქართულ ოცნებას" „ბოროტი ძალა“ უწოდა - მისი თქმით, ხელისუფლება "უკონტროლო და სამარცხვინოა".

მსახიობის თქმით, ჰქონდა პერიოდი, როდესაც მოვლენებს აკვირდებოდა იმ მოლოდინით, რომ პროცესები მალე დასრულდებოდა, თუმცა, როგორც განმარტა, გზაში ახალი საფრთხეები და გართულებები ჩნდება, ამიტომ ცვლილებების დადგომა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

„აი რამდენიმე დღის წინ როგორ კუდამოძვრებულ ხატად აქცია საქართველო „ქართულმა ოცნებამ“, ხო? ანუ მისი საქმეებია არა, თვითონ არ არის პასუხისმგებელი. გამოდის, რომ მე ვარ პასუხისმგებელი და შენ, ნანუკა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და რაღაცა ჩვენ უნდა, რაღაცნაირად, რაც ვისაც როგორ შეგვიძლია, ვებრძოლოთ ამ ბოროტ ძალას, რომელიც დღითი დღე უკონტროლო და საბოლოო ჯამში სამარცხვინო ხდება. ხო, შეიძლება რაღაც პერიოდი მქონდა ის, რომ აი გვაცდირა, იმიტომ რომ თვითონ იღუპავენ თავს. ყოველდღე ვხედავ ამას, მაგრამ აი გუშინწინ დავინახე რომ არა, ნუ კი უზამენ, მაგრამ ამასობაში კიდევ რამბებს წამოიკიდებენ გზაში, არავინ არ იცის, ამიტომ ნუ რაც მალე, მით უკეთესი. და საერთოდ ყველა ღირებულება, რაც აქამდე გვქონდა, იმას ნელ-ნელა აბათილებენ და უნდათ თავიანთი რაღაცა საცოდაობა შექმნან. ხოდა ამას ესე ვერ ვუყურებ.“- დასძინა მსახიობმა.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად დედაქალაქის 3 ცენტრალურ ლოკაციაზე შეიკრიბნენ - თსუ-სთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“, საიდანაც ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.

პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.

ღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ბოჭორიშვილი: „ძნელია, როცა სახელმწიფოს აუქმებენ და პროფესიას გართმევენ - ამასაც მოვერევით“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები