გიორგი ბოჭორიშვილი: „ძნელია, როცა სახელმწიფოს აუქმებენ და პროფესიას გართმევენ - ამასაც მოვერევით“
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რთულია, როცა სახელმწიფოს აუქმებენ და პროფესიას ართმევენ, თუმცა საზოგადოება ამ გამოწვევასაც მოერევა.

"რეპრესიული კანონებისა და ქმედებების მიუხედავად, საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერი, ბრძენი და ჭკვიანია"- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფმა მსახიობმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
ბოჭორიშვილის თქმით, განსაკუთრებით რთულია მაშინ არსებობა და ცხოვრება, როდესაც, მისი შეფასებით, ყველაფერს აუქმებენ, მათ შორის სახელმწიფოსა და პროფესიას.
მსახიობმა აღნიშნა, რომ წინა სირთულეები საზოგადოებამ უკვე გაიარა და დასძინა, რომ ამ გამოწვევასაც მოერევიან და ის დღეც დადგება, როცა, მისი თქმით, რეჟიმი აღარ ეყოლებათ.
"მიუხედავად რეპრესიული კანონებისა თუ ქმედებებისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება და ხალხი ბევრად ბრძენია, ბევრად ჭკვიანია, ბევრად ძლიერია და აუცილებლად, გავიმარჯვებთ და აუცილებლად დადგება ის დღე, როცა ეს რეჟიმი ჩვენ აღარ გვეყოლება.
რამდენი რამე შეიძლება რომ ჩამოვთვალო, მილიონი რაღაცა იყო და რთული ალბათ ის არის, როცა გიუქმებენ ყველაფერს, სახელმწიფოს როცა აუქმებენ და პროფესიას გართმევენ და ყველაფერს, ძნელია ხომ უნდა იარსებო, ხომ უნდა იცხოვრო და ესეც გავიარეთ და რაღაცნაირად მოვერიეთ და მგონია, რომ ამასაც მოვერევით და ბევრად უფრო ძლიერები და ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ ეხლა.“- თქვა მსახიობმა.
დღეს თბილისში დიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პროტესტი ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების წლისთავს ეძღვნება. "2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დავაყენებთ“ - თქვა კობახიძემ ორი წლის წინ, რასაც მოქალალაქეებს პროტესტი და ხელისუფლებუის მხრიდან მომიტნგეების არაერთი დარბევა მოჰყვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…