პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სასამართლო რეფორმის ინიციატივების, მათ შორის „ვეტინგის“ მიზანი გარე ძალების მიერ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო. მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანა სასამართლოზე სუვერენიტეტის შენარჩუნებაა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ
რუსთავი 2

ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით რა არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაც ხდება, მაგალითად მოლდოვაში, უკრაინაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მე მინდა მაინც განმარტებები გავაკეთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ერთი - ამ რეფორმის, ე.წ. რეფორმის ინიციატივების, რაც მოდიოდა უცხოური ორგანიზაციების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, ამ ყველაფრის მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება გარე ძალების მხრიდან, მათ შორის ეს იყო ასახული 9-პუნქტიან გეგმაში, 12-პუნქტიან გეგმაში ე.წ. ვეტინგის სახით. ვეტინგამდე იყო სხვა ირიბი მცდელობები. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა სასამართლოსთან დაკავშირებით რა არის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების მიმართ. რაც ხდება, მაგალითად მოლდოვაში, უკრაინაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, როცა ნონა წოწორია არჩევს მოლდოვის მოსამართლეებს, ეს არის, არ ვიცი, სადღა არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ღირსებაზე რომ აღარ ვისაუბროთ. ეს არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევა გოცირიძე ბეჟაშვილს "ვეტინგის" სისტემაზე: მე-9 საუკუნეში, სლავმა ტომებმა მიმართეს ვიკინგებს, ჩვენ კარგი ქვეყანა ვართ, მაგრამ წესრიგი არ გვაქვს, მობრძანდით და გვმართეთო, მე-9 საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები