კვერნაძის 74 წუთი, ბობჩეკის ჰეთ-თრიკი - "ფროზინონემ" "პარმა" დაამარცხა
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „პარმა“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ მატჩში 74 წუთი ითამაშა, გამარჯვებულთა მხრიდან კი სამივე გოლი ტომაშ ბობჩეკმა გაიტანა.

სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ სახლში „პარმას“ 3:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ 74-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Whoscored 7.3, Sofascore 6.8, Flashscore 6.7.
ჰეთ-თრიკი 25 წლის სლოვაკმა თავდამსხმელმა ტომაშ ბობჩეკმა შეასრულა.
„ფროზინონემ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, ამ მომენტისთვის 23 ქულით მე-6 ადგილზეა და 5 დეკემბერს „ინტერს“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - პარმა 3:0
გოლები: 1:0 ბობჩეკი (55), 2:0 ბობჩეკი (61), 3:0 ბობჩეკი (79)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…