ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა

გიორგი კვერნაძემ სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონეს“ „ლეჩესთან“ 5:1 გამარჯვებაში ორი საგოლე გადაცემით მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩე“ 5:1 დაამარცხა.

მასპინძლები ჩიკელამ დააწინაურა, შემდეგ კვერნაძის დარტყმული რთული ბურთი მეკარე ფალკონემ მოიგერია, პირველი ტაიმის დასასრულს კი გიორგი საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტით ანგარიში კალომ გაზარდა.

შესვენების შემდეგ ფროზინოელთა დომინირება გაგრძელდა და ქართველის პასით რაიმონდომ გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმართა კარი ბირლიჯამ დალაშქრა, მონტეირომ სხვაობა შეამცირა, ბოლოს გიორგის პასით ბირლიჯამ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და რა გასაკვირია, რომ ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 9.6, Sofascore 9.4 Flashscore 9.3. მატჩის MVP-ედ ჯაკომო კალო დაასახელეს.

კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ფროზინონე“ 17 ქულით მე-6 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“

ფროზინონე - ლეჩე 5:1

გოლები: 1:0 ჩიკელა (25), 2:0 კალო (45+1, პენ), 3:0 რაიმონდო (59), 4:0 ბირლიჯა (75), 4:1 მონტეირო (83), 5:1 ბირჯილა (90+4)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] კვერნაძის მოპოვებული პენალტი და ორი საგოლე პასი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები