პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,,მიტინგის მოთავეებს, რომლებსაც სურთ ხალხის აყოლიება, დაკარგული აქვთ მთავარი,, – ზაალ ანჯაფარიძე დაგეგმილ აქციაზე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიტინგის მოთავეებს მორალი აქვთ დაკარგული, ხოლო კანონდარღვევის შემთხვევაში ისინი შესაბამის, შესაძლოა უფრო მკაცრ პასუხს მიიღებენ.

,,მიტინგის მოთავეებს, რომლებსაც სურთ ხალხის აყოლიება, დაკარგული აქვთ მთავარი,, – ზაალ ანჯაფარიძე დაგეგმილ აქციაზე
ალია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

,,რადიკალების მიტინგი ჯერ არ დაწყებულა, არ მაინტერესებს ვინ და რამდენი მივა. გააკეთებენ იმას, რაც იმ ავადმოსაგონარ დღეებში გააკეთეს, მიიღებენ შესაბამის პასუხს და შეიძლება უფრო მკაცრსაც და ვინძლო პოლიციას შეწუხებული და მთმინების ფიალა ავსებული ხალხიც დაემატოს. არ ვისურვებდი ასეთ სცენარს, მაგრამ ვნახოთ

თუმცა, მთავარი აქ სხვა რამეა – მიტინგის მოთავეებს, რომლებსაც სურთ ხალხის აყოლიება, დაკარგული აქვთ მთავარი – მორალი. მორალური უპირატესობის გარეშე კი ბევრ ხალხს ვერ შეკრებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ასეთების დაძახილზე ქუჩაში არ გადის. თუ ვინც გადის, ამას თავადაც ხედავთ. უმეტესობა სოციალური ფსკერიდან ამოტივტივებული ლექია.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, რა აჩერებს ამ ხალხს?” – ლაშა ბუღაძეწაიკითხე

უახლესი ამბები