21-ე სკოლის მოსწავლეები, მომავალი სემესტრიდან შესაძლოა, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ
21-ე სკოლის მოსწავლეები, შესაძლოა, მომავალი სემესტრიდან ჯიქიას ქუჩაზე შერჩეულ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ, განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, შენობის დემონტაჟის ან რეაბილიტაციის საკითხზე ექსპერტიზის დასკვნას ელიან.

21-ე სკოლის მოსწავლეები, შესაძლოა მომავალი სემესტრიდან, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანონ. როგორც გივი მიქანაძემ თქვა, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ახალი შენობა ჯიქიას ქუჩაზეა შერჩეული.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ შენობა უკვე ნახეს მოსწავლეების მშობლებმა და მასწავლებლებმაც, თუმცა, საბოლოო პასუხზე ჯერ კიდევ ვერ შეჯერდნენ.
მშობლებთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო რომ ჩვენ აქტიურად ვეძებთ ალტერნატიულ შენობას იმისთვის რომ სკოლის უზრუნველყოფა მოხდეს, სკოლის გადაყვანა მოხდეს ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ცვლის არსებობას. გასულ კვირას ჩვენ მოვიძიეთ, ჯიქიას ქუჩაზე ასეთი ალტერნატიული ფართი, მშობლების და მასწავლებლების ნაწილი მივიდა, ჩვენმა წარმომადგენლებმა აჩვენეს ეს შენობა, გახმაურება ასევე, რა ინფორმაციაც მომაწოდეს, არის პოზიტიური, ამიტომ ახლა არის ის პროცესი, როდესაც უნდა საბოლოოდ შევჯერდეთ პოზიციებზე და ამ ყველაფრის პოზიტიურად შეჯერების შემთხვევაში ჩვენ უკვე მეორე სემესტრიდან გადავიყვანთ ამ სკოლას ალტერნატიულ ფართში, - განაცადა მიქანაძემ.
მიქნაძე ვერ პასუხობს კითხვას, დაანრეგევნ თუ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ 21-ე სკოლის შენობას და აცხადებს, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
მე არაფრის დანგრევას არ ვაპირებ, ეს დასკვნა ჯერ არ არის დასრულებული, ჩვენც ველოდებით, თუმცა, დასკვნას მიიღებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დასკვნიდან გამომდინარე იმოქმედებს, - თქვა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 10 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, №21 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ემუქრებოდა. მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის შედეგად, სამინისტრომ სკოლის დემონტაჟი 1 წლით გადადო. თუმცა ახლა უწყებამ საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა და ექსპერტები სიტუაციის ახლიდან შესაფასებლად მიიწვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…