"ნაციონალურ მოძრაობას" დანაშაული არ ჩაუდენია, არაფრის გადაფარვას არ ვცდილობთ" - ბესო შენგელია საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბესო შენგელია აცხადებს, რომ პარტიას დანაშაული არ ჩაუდენია და მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლო სრული ფარსია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში 5 პარტიის წარმომადგენლებს კონკრეტული არგუმენტაციის მოსმენა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაც მტკიცებულებებით მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაა გამყარებული.
მიმდინარე პროცესსა და წარდგენილ ბრალდებებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესო შენგელია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დანაშაული არ ჩაუდენია და პარტია არაფრის გადაფარვას არ ცდილობს.
"ნაციონალურ მოძრაობას" დანაშაული არ ჩაუდენია, არაფრის გადაფარვას არ ვცდილობთ. საკონსტიტუციო სასამართლო არის სრული ფარსი. მონაწილეობის მიღება არის აუცილებელი, რათა ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახოს, ვინ ტყუის და ვინ არის მართალი," - აცხადებს ბესო შენგელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…