პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბესო შენგელია - დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! - უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო შენგელია საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი“ ქვეყნიდან უნდა გაუშვან.

ბესო შენგელია - დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! - უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან
ინტერპრესნიუსი

დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ დღეს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს მსვლელობა ორი ლოკაციიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ტერიტორიიდან დაიწყება.

„ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ უარს აცხადებდა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი სცემეს, სახის ძვლები დაულეწეს. გვყავს უამრავი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა უარი უთხრა საქართველოს განვითარებაზე, რაც არის სრული იზოლაცია, მოაქციეს ქვეყანა სრულ იზოლაციაში. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა და მისმა მინისტრებმა მოჰპარეს ფული ქართულ ჯარს, მოჰპარეს ფული ბავშვებს, მოჰპარეს ფული პენსიონერებს. ჩვენ ყველამ ერთად დღეს უნდა შევძლოთ კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ვართ ერთიანნი, რომ არ შევეგუებით „რუსული ოცნების“ რეჟიმის თარეშს საქართველოში, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამიტომ დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით „ავლაბრის“ მეტროსთან, ის ადამიანები, ვინც მივიჩნევთ, რომ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია დავიცვათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი კონსტიტუციური სიკეთეები და ყველა ერთად კვლავ უნდა შევიკრიბოთ. მოგეხსენებათ, რომ არის ორი ლოკაცია, „ავლაბრის“ მეტროსთან და თსუ-ის პირველ კორპუსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება „ავლაბრის“ მეტროსთან და მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ და ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი დაჩაგროს; რომელიც ცდილობს, რომ დღითიდღე ქართველი ხალხი კვლავ და კვლავ მიიყვანოს იზოლაციაში; რომელიც ცდილობს, რომ ქართულ ჯარს მოჰპაროს ფული, ბავშვებს მოჰპაროს ფული. ქვეყანაში როცა არის შიმშილი, ბავშვები იხოცებიან შიმშილისგან და ესენი საკუთარ ჯიბეებს ივსებენ, კიდევ ერთხელ და ხმამაღლა უნდა ვიყოთ ერთიანები. დღეს არის ერთიანობის დრო! არ არის პოლიტიკური განსხვავებების დრო! ის ადამიანები, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთში კი არ უნდა წავიდეთ, საზღვრები უნდა გავაერთიანოთ და სოხუმსა და ცხინვალში უნდა ავაფრიალოთ ჩვენი ამაყი ხუთჯვრიანი დროშა, უნდა შევიკრიბოთ, გავაპროტესტოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა შენგელიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპოლიტიკური განსხვავებების დრო არ არის, უნდა შევიკრიბოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი - ბესო შენგელია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტიკური განსხვავებების დრო არ არის, უნდა შევიკრიბოთ და გავუშვათ ივანიშვილის რეჟიმი - ბესო შენგელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები