პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პეკინში HSK-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩინური ენის მიმართ ინტერესი იზრდება და ქვეყანა მზადაა თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.

საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უძველესი ენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.

განათლებას ამ მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი მიზანი

უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

სწორედ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ენის შემსწავლელებს, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია და მიიღონ წვდომა ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე.

HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას,"

- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
  2. პირველი არხისამთავრობოგივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები