პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გორში შიდა ქართლის ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ხეხილის თანამედროვე წარმოების მიდგომები და ციფრული აგრომეტეოროლოგიური პლატფორმა (GECSA) გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იმედინიუსი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ხეხილის თანამედროვე წარმოების მიდგომებისა და ციფრული აგრომეტეოროლოგიური პლატფორმის შესაძლებლობების შესახებ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზვიად ბობოქაშვილმა, მონაწილეებს ხეხილის ახალი ჯიშები და თანამედროვე ბაღების გაშენების, სხვლა-ფორმირებისა და მოვლის აგროტექნოლოგიები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ბაღის სწორად ფორმირების, აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და მოსავლის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების საკითხებზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისის (GECSA) გაცნობა და მისი პრაქტიკული გამოყენება იყო. ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზის, კლიმატური რისკების შესახებ შეტყობინებების, მავნებელ-დაავადებების მოსალოდნელი გავრცელებისა და კულტურებზე მორგებული აგრონომიული რეკომენდაციების შესახებ. აღინიშნა, რომ აღნიშნული სერვისები ფერმერებს კლიმატურ პირობებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვაში ეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გურჯაანში ფერმერებისთვის ციფრული აგრომეტეოროლოგიური პლატფორმისა და ხეხილის თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ სემინარი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები