პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე. სტატიაში ასევე განმარტებულია არსებული წესები დეკლარაციის შევსების, შემოსავლების ნახვისა და ოჯახის წევრის განსაზღვრის შესახებ.

ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
რადიო თავისუფლება

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე“, - თქვა საპალრამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

არსებული რეგულაციით, ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?

მოქმედი კანონმდებლობით, თუკი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება 40 000 ლარზე მეტი იყო, ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.

იგივე წესი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.

რას ნიშნავს 40 000 ლარიანი ხელფასი?

თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც დამსაქმებელი გიხდით თქვენ და რიცხავს ბიუჯეტში (20%) და საპენსიო შენატანის სახით (2%).

თქვენ გეკუთვნით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, თუკი „ხელზე“ ყოველთვიურად 2600 ლარს ან მეტს იღებთ.

სად ვნახო შემოსავლები?

თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან უნდა გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“.

როგორ უნდა მიხვდეთ, „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?

„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად?

ნებისმიერ ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ქონება თანასაკუთრებაა?

უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოსაკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყება
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: 40 000 ლარიანი ზღვარი გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქონების გადასახადის ზღვრის ცვლილება წელსვე შეეხება 2025 წლის შემოსავლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები