რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი გააფართოვა და სიაში ფატიმა გაზიევა, მუსა ლომაევი, ალექსეი არტიუხი და ეგორ კუროპტევი შეიყვანა.

„უცხოელი აგენტების“ რეესტრში ასევე შეიყვანეს ჩეჩენი უფლებადამცველი ფატიმა გაზიევა, ჩეჩენი ბლოგერი მუსა ლომაევი, უკრაინელი ჟურნალისტი და გამოცემა „ტრიბუნის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი არტიუხი, ასევე Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის ყოფილი დირექტორი ეგორ კუროპტევი, რომელიც ერთი პერიოდი საქართველოშიც ცხვორობდა და შემდგომ ევროპაში გადაინაცვლა.
2012 წელს მიღებულმა კანონმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ იუსტიციის სამინისტროს უფლება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინა იმ შემთხვევაში, თუ ისინი, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.
მოგვიანებით გაჩნდა შესაძლებლობა, „უცხოელ აგენტებად“ ეღიარებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირებიც, მათ შორის ისინი, ვინც უცხოურ დაფინანსებას არ იღებენ, თუმცა „უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფებიან“. თუ რა იგულისხმება კონკრეტულად უცხოურ გავლენაში, ამას რუსეთის კანონმდებლობა არ აზუსტებს. როგორც წესი, სიაში უკრაინაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები ხვდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…