,,ძვირფასო კახელებო! ყურძნის ფასი მთავრობამ კი არა თქვენ დაადგინეთ“ – გიორგი გუგავა
ლეიბორისტული პარტიის გენმდივანმა, გიორგი გუგავამ კახეთის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ყურძნის ფასი მათ თავადვე დაადგინეს არჩევნებზე მხარდაჭერით. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ეხება ყველას, ვინც აპროტესტებს პროდუქტების ფასებს, სოციალურ პრობლემებსა და უსამართლობას, თუმცა არჩევნებზე ოლიგარქებს ირჩევს.

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა:
,,ძვირფასო კახელებო! ყურძნის ფასი მთავრობამ კი არა თქვენ დაადგინეთ, როდესაც არჩევნებზე ასე თავგამოდებით ხაზავდით #41-ს.
მარტო თქვენ თავზე რომ არ მიიღოთ, ეს ეხება ყველას; ვინც ვაშლის, ციტრუსის თუ თხილის ფასს აპროტესტებს, ან უგზოობას, უხელფასობას, დაბალ პენსიას თუ უსამართლობას, მაგრამ არჩევნებზე ამ ყაჩაღ-ოლიგარქებს ირჩევს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.