როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრის საღამოდან აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი; სანაპირო ზოლში ტემპერატურა დღისით 10–15 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 29 და 30 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…